• Ƀ/$

ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკა

27 თებერვალი 17:58, 2018 წელი | ანალიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და კატასტროფადაც შერაცხა, რომელიც „აშშ-ისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის ბიზნესის კეთებას“.

პრეზიდენტის განცხადებით „აშშ მექსიკისა და კანადის სასარგებლოდ ბევრ ფულს კარგავს“. ტრამპის ასეთი განცხადება სიახლედ არავის მიუღია. მისი პროტექციონისტული პოლიტიკა საყოველთაოდაა ცნობილი, რასაც წინასაარჩევნოდაც ახმიანებდა და მის შემდეგაც. ერთ-ერთი პირველი რაც გაპრზიდენტების შემდეგ გააკეთა ტრანსწყნაროკეანური შეთანხმების გაუქმება იყო. ტრანსატლანტიკურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარც დაწყებულა. NAFTA-თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კანადასა და მექსიკასთან საფრთხის წინაშე დგას. ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადის ზრდა, ჩინეთთან კი სატარიფო ომია მოსალოდნელი.


რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ის 1947 წელს დაფუძნებულ „ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების“ სამართალმემკვიდრეა, რომელიც 1995 წლის 1 იანვარს ჟენევაში დაარსდა. საქართველომ წევრობაზე განაცხადი 1996 წელს შიეტანა, გაწევრიანების ოქმს ხელი 1999 წელს მოეწერა, 2000 წლის 14 ივნისს კი ორგანიზაციის 137-ე სრულფასოვანი წევრი გახდა. ამჟამად ორგანიზაცია 164 წევრს ითვლის.


2012 წელს მოლაპარაკებების შედეგად საქართველო დასთახმდა რუსეთის ორაგნიზაციაში გაწევრიანებას. რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ავალდებულებს, რომ ფსოუზე და როკის გვირაბზე გამავალი ტვირთების შესახებ ქართულ მხარეს აცნობოს. შეთანხმება დღემდე არ სრულდება.


როგორც M2B-ის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა, საქართველოს რაიმე ბერკეტი, რომლის ძალითაც რუსეთს შეთენხმების შესრულებას დაავალდებულებდა არ გააჩნია, თუმცა ორგანიზაციის წევრობით გარკვეულ სარგებელს მაინც ღებულობს.  თუნდაც იგივე რუსეთი, ქართულ პროდუქციას სანიტარული საბაბით ემბარგოს ძველებურად მარტივად ვეღარ გამოუცხადებს. მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მეშევეობით უფრო მეტად განვითარებადი ქვეყნები სარგებლობენ და მდიდარ ქვეყნებს გარკვეული პრეტენზიები ტრამპამდეც გააჩნდათ.


 


მსგავს თემაზე


აშშ-ში იარაღზე თავისუფალი წვდომა იზღუდება


ტრამპი აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $1,5 ტრილიონიან გეგმას წარადგენს


 


მსგავს თემაზე:

ტრამპის 1 წელი, რა შეიცვალა აშშ-სა და მსოფლიოში?


დონალდ ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის


აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ისტორიულ მაქსიმუმზეა


თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა მიმზიდველობას კარგავს, თუმცა გლობალური ვაჭრობა მაინც იზრდება



სხვა სიახლეები