• Ƀ/$

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში

3 მარტი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩინური ჰიპერბგერითი თვითმფრინავი მანძილს პეკინიდან ნიუ-იორკამდე 2 საათში დაფარავს. „კონკორდის“ შემქმნელები ასეთ სისწრაფეზე ვერც იოცნებებდნენ. ადამიანთა ნაწილი სამსახურამდე მისვლას და უკან დაბრუნებას ამაზე მეტ დროს ანდომებს.

პირდაპირი მანძილი ამ 2 მეგაპოლისს შორის 11000 კილომეტრია. ჩვეულებრივი სამოქალაქო თვითმფრინავი ამ მანძილის დაფარვას 13 საათსა და 30 წუთს ანდომებს. სპეციალურ ქარის გვირაბში ჩატარებულმა ცდამ გასაოცარი შედეგი 9000 კმ/სთ აჩვენა.



პროექტს ჩინეთის, მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მაღალი ტემპერატურის აირების მკვლევარი ქვი ქეი ხელმძღვანელობს. პროგრამის მთავარი ხაზი უფრო სამხედრო მიმართულებაა, თუმცა სამოქალაქო სფეროც აქტიური განხილვის საგანია.


ცდებმა შეერთებულ შტატებში ადმირალი ჰერი ჰერისი შეაშოთა. მან კონგრესს აცნობა, რომ ჩინეთი ჰიპერბგერითი თვითმფრინავების ერისაკენ ესწარფვის. მისი შეშფოთება გასაგებია, ამჟამად მსოფლიოს უსწრაფეს თვითმფრინავს, რომელიც უფრო რაკეტა-თვითმფრინავია შეერთებული შტატები ფლობს. მისი სახელია X-15 მაქსიმალური სიჩქარე კი 7275 კმ/სთ-ს შეადგენს რომელიც 1967 წელს დაფიქსირდა და დღემდე რეკორდად ითვლება. თვითმფრინავმა კი პირველი ფრენა უფრო ადრე 1959 წელს შეასრულა. მართალია კოსმოსური ობიექტების სიჩქარე 28000 კმ/სთ-ს აღემატება, მაგრამ ისინი სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან.



გარკვეული რისკების მიუხედავად ერთი ფაქტია. ისტორია აჩვენებს, რომ სამხედრო დანიშნულრბით შექმნილ მოწყობილობებს მოგვიანებით ჩვეულებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუკავებიათ. თავი დროზე სამხედრო დანიშნულებისთვის იქმნებოდა ინტერნეტი. სამხედრო მიზნესბისთვის წარმოებულმა კვლევებმა მობილურის გამოგონება დააჩქარა. კოსმოსური მისიების შესრულებაშიც მოდერნიზებულმა გერმანულმა ფაუ 2-მა დიდი როლი შეასრულა.



თვითმფრინავების არსებით ცვლილებას ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ რეალურად მისი დრო დადგა. 60-იანი წლების შემდეგ სატელეკომუნიკაციო სისტემაში, ძალიან ბევრი შეიცვალა, ავტოინდუსტრიაში გარდატეხა ახლა იწყება, ჯერი ავიაციაზეა. ჰიბრიდებისა და ელექტრო თვითმფრინავების პირველი მოდელები უკვე მალე გამოჩნდება, დიდი ალბათობით სალონის ინტერიერიც მკვეთრად შეიცვლება.



კონკრეტული ჩინური ზესწარაფი საფრენი აპარატის სერიულ გამოშვებამდე კი მსოფლიოს მინიმუმ 2025 წლამდე მოუწევს ცდა.


 


მსგავს თემაზე


ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიების რეიტინგი


მსგავს თემაზე:

IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ



სხვა სიახლეები