• Ƀ/$

მუნდიალი საფრთხის წინაშეა

15 მარტი 11:34, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მუნდიალის გარშემო სკანდალი გრძელდება. ტურნირს შესაძლოა ინგლისმა ბოიკოტი გამოიცხადოს და მას რამდენიმე სხვა ქვეყანამაც მიბაძოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ უკვე განაცხადა, რომ ლონდონიდან ჩემპიონატზე არც სამეფო ოჯახი გაემგზავრება და არც მთავრობის წევრები. პროტესტის მიზეზი სკრიპალის მოწამვლაა, თუმცა ინგლისს რუსეთთან სხვა ანგარიშებიც აქვს. ეჭვი, რომ 2010 წელს FIFA-მ რუსეთი ინგლისს, ნიდერლანდები-ბელგიის წყვილსა და ესპანეთი-პორტუგალიის წყვილს კორუფციული გარიგების შედეგად ამჯობინა დღემდე არსებობს. 8 წლის წინ ამ გადაწყვეტილებას დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა.



ჩემპიონატის მთლიანად ჩაშლის ალბათობა დაბალია, თუმცა ინგლისს შესაძლოა ავსტრალია, პოლონეთმა, იაპონიამ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ სოლიდარობა გამოუცხადოს და ეროვნული ნაკრები რუსეთში არ გააგზავნოს. ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა ვერც საქართველო, ვერც უკრაინა და ვერც შეერთებული შტატები, ამიტომ ეს ქვეყნები სურვილის ქონის შემთხვევაშიც ბოიკოტს ვერ გამოაცხადებენ.


ინფარსტრუქტურის მოწყობა და საორგანიზაციო ხარჯები რუსეთს $11 მლრდ-ზე მეტი დაუჯდა. თუნდაც ნაწილობრივი ბოიკოტი ტურნირს დიდ ჩრდილს მიაყენებს, იმ ფონზე როდესაც რუსეთისთვის სპორტი და პოლიტიკა არასდროს ყოფილა გამიჯნული. სახელმწიფო დონეზე აყვანილი დოპონიგ სკანდალის გამო რუსეთი ფიონ-ჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან საერთოდ მოხსნეს, იქამდე კი რიოს ოლიმპიადაზე დისკვალიფიკაციით უსი ძალოსნები დასაჯეს.


თავად ბოიკოტიც არაა უცხო სპორტულ ასპარეზობებზე. 1979 წელს სსრკ-ის ავღანეთში შეჭრის გამო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას პრაქტიკულად მთელმა დასავლურმა სამყარომ ბოიკოტი გამოუცხადა, რასაც მომდევნო 1984 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტითვე უპასუხა სსრკ-მ და მის გავლ;ენის ქვეშ მოქცეულმა აღმოსავლეთ ევროპოს სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა.


განრიგის მიხედვით ფეხბურთის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უნდა გაიმართოს.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთი რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს


რუსეთი ბრიტანეთის წინააღმდეგ "გაზპრომის" გამოყენებას ეცდება



სხვა სიახლეები