• Ƀ/$

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლებს ძველი მობილურებისგან დაამზადებენ

18 მარტი 13:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს ტრადიციულად ოქროს მედლებს გადასცემენ, თუმცა ამ ოქროს არატრადიციული გზით მობილური ტელეფონის მეშვეობით მიიღებენ.

სტანდარტული მობილური ტელეფონი 0.048 გრამ ოქროს, 0.26 გრამ ვერცხლს და 12 გრამ სპილენძს შეიცავს. სახლის პირობებში მისი გამორჩევა რთულია და $2.5-ისთვის არც ღირს, მაგრამ 80 000 ძველი მობილური და ცოტაოდენი სხვა მცირე ზომის ამორტიზებული ელექტრო მოწტობილობა საკმარისი იქნება ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ყველა სინჯის მედალის დასამზადებლად.


ტოკიო ოლიმპიადას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად ეს 1964 წელს მოხდა. სწორედ მას დაამთვიეს სინკანსენის იგივე „მატერებელი ტყვიის“ ექსპლუატაციაში შესვლა. ქსელის გაფართოებისა და მოდერნიზების შემდეგ დღეისთვის იაპონიის ყველა დიდი ქალაქი ერთმანეთს სწრაფი რკინიჰზით უკავშირდება, ზოგიერ მონაკვეთზე სიჩქარე 500 კმ/სთ-ს აღემატება.


ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2020 წლის 24 ივლისს აიღებს და 9 აგვისტომდე გასტანს. მასში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მედლების 206 კომპლექტი გათამაშდება. ხარჯი წინასწარი გათვლებით $12 მლრდ-ს მიაღწევს


სხვა სიახლეები