• Ƀ/$

გეოპოლიტიკისა და კარგი მოთხოვნის ფონზე ნავთობის ფასი სტაბილურია

21 მარტი 11:18, 2018 წელი | ანალიტიკა

ნავთობზე მსოფლიო ფასები ოთხშაბათის დილით უმნიშვნელოდ მოძრაობენ: დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში და ნავთობზე დიდი მოთხოვნა ფასებს ზრდისკენ უბიძგებს, რასაც აშშ-ში ნავთობმოპოვების მოცულობის ზრდა ასტაბილურებს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დღეს დილით 0,09%–ით გაიზარდა $67,48–მდე.


ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე WTI ფიუჩერსული კონტრაქტები ბარელზე $63,58 ნიშნულზე ივაჭრება, რაც 0,06%–ით მეტია წინა სესიის დახურვისას დაფიქსირებულ ფასზე.


„საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის აშშ–ში ვიზიტმა და მისმა მკაფიო პოზიციამ ირანზე ზეწოლასთან მიმართებით, ნავთობის ფასის ზრდის ძირითადი ბიძგის როლი ითამაშა“, – უთხრა სააგენტო როიტერს AxiTrader–ის წარმომადგენელმა გრეგ მაკენამ.


ანალიტიკოსების აზრით, აშშ–ის სახელმწიფო მდივნად მაიკ პომპეოს დანიშვნა, რომელიც თეირანთან მიმართებაში მკაცრი პოზიციით გამოირჩევა, ბაზარზე ირანული ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს ზრდის, რაც ასევე აისახება ნავთობის ფასებზე.


დარგობრივი ექსპერტები ნავთობის გაძვირების დამატებით ფაქტორებად კარგ მოთხოვნასა და დოლარის შესუსტებას ასახელებენ.


ბაზრისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ასევე აშშ–ის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების მოულოდნელი შემცირება.


ინვესტორების ყურადღების ცენტრში აშშ–ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც დღეს საღამოს გამოქვეყნდება.


სხვა სიახლეები