• Ƀ/$

საქართველოში ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ამოქმედდება

22 მარტი 11:50, 2018 წელი | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკიმისიის წარმომადგენელთან კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას ენერგოეფექტურობის მნიშვნეობაზე და მის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოში წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების - EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC - წარმომადგენლები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგოეფექტურობის განვითარება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.  


დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.


თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვამ ევროკომისიისა და დონორი ორგანიზაციების სახელით საქართველოში ენერგოეფექტურიპროექტების განხორციელების მიზნით გრანტითა და დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსით დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.  


 


მსგავს თემაზე:

განახლებადი ენერგიის წილი დიდი სისწრაფით იზრდება


ენერგიის შემნახველ აკუმულატორებზე ფასების კლებამ მასზე მოთხოვნა ლათინოამერიკაშიც გაზარდა



სხვა სიახლეები