• Ƀ/$

შეერთებული შტატები საქართველოს 105 მილიონ დოლარს გამოუყოფს

22 მარტი 13:54, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბიუჯეტის პროექტის თანახმად ვაშინგტონი საქართველოს 105 და უკრაინას 420 მილიონი დოლარით დაეხმარება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი თანხას "რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულ არასტაბილურობასთან დაკავშირებით" გამოყოფს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.


"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესი, რათა შეამცირონ თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის ფედერაციიდან,"- ნათვქამია დოკუმენტში.


კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა აღნიშნული კანონპროექტი ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა.


გადაწყვეტილება ძალაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ შევა


მსგავს თემაზე:

აშშ-დან ნავთობის ექსპორტი გაორმაგდა


აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლებს სანქციებით დაემუქრა



სხვა სიახლეები