• Ƀ/$

ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მომზადება EBRD-ის დახმარებით ხორციელდება

4 აპრილი 11:49, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ენერგოეფექტურობის პირველადი კანონმდებლობის შემუშავების მიზნით გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მომზადება, ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU თანახმად, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და ენერგრტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითაა განპირობებული. კანონის მომზადება EBRD-ის  ტექნიკური დახმარების II ფაზის ფარგლებში ხორციელდება.


სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, აგრეთვე ენერგეტიკული სექტორში მომუშავე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.


სამუშაო შეხვედრა ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის - „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მომზადებაში“-ს ფარგლებში გაიმართა.


 


სხვა სიახლეები