• Ƀ/$

რუსეთს ახალი ფრონტი ემუქრება – უკვე უახლოეს გარემოცვაში

15 აპრილი 11:00, 2018 წელი | ანალიტიკა

კვირა, რომელიც სირიაზე სარაკეტო იერიშით დაასრულა აშშ–მა, პოლიტკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ჭრილში რუსეთისთვის სახარბიელოდ არ გამოიყურება. თუმცა, კრემლის სამეზობლოში ახალი ფრონტის ხაზების კონტურებიც იკვეთება.

კერძოდ, გასულ კვირაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) მნიშვნელოვანი, კრემლისთვის არასასურველი პროცესები განვითარდა. პრობლემები მოკლე– და გრძელვადიანია.


მაგალითისთვის, ყაზახეთს სკოლები ინგლისურ ენაზე გადაჰყავს, ალეკსანდრ ლუკაშენკო ბელარუსებს მოუწოდებს, არ წამოეგონ რუსულ პროპაგანდას, მოლდოვას პრორუსი პრეზიდენტი არ გამორიცხავს დნესტრისპირეთის კონფლიქტის რეანიმაციას – რუსეთის მონაწილეობით, მეტრო პოროშენკომ განკარგულება გასცა დსთ–დან გასვლის პროცედურის დასაწყებად. ამ ფონზე, საქართველო–რუსეთს შორის ურთიერთობებში დათბობებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.



პრობლემები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთსა და იმავეზე მეტყველებენ – თანამეგობრობა ინტერესთა კლუბის ფუნქციასაც კი ვეღარ ასრულებს, ვინაიდან სწორედ ინტერესები განიზიდავენ რუსეთის უახლოესი საზღვარგარეთის ქვეყნებს მოსკოვისგან.


ყაზახეთი დსთ–ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის სათავეებში იდგა და ბელარუსთან ერთად რუსეთის საიმედო მოკავშირედ მიიჩნეოდა. ამ ქვეყანას გეზი უკვე დასავლეთისკენ უჭირავს. სასკოლო საგნების ინგლისურ ენაზე სწავლის შემოღება ქვეყნის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა „დროის მოთხოვნით“ დაასაბუთა. მისი თქმით, ამ სიახლის მთავარი მიზანი სრულფასოვანი კადრების მომზადებაა.


რუსული გამოცემა „ნეზავისიმაიას“ მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს არის რუსეთის გავლენებიდან გასვლის ყაზახური სტრატეგია. თუმცა, ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ყაზახეთში ინგლისური ენის გავრცელება მისი მეზობელი ჩინეთის გავლენების დომინირებისგან თავის დაღწევის მცდელობაცაა დასავლეთისგენ აღებული გეზით. ასეა თუ ისე, ყაზახეთი ცალსახად დასავლეთისკენაა ორიენტირებული, რითაც გადის რუსეთის გავლენებიდან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სიცოცხლისუნარიანობას.


გეოპოლიტიკური „განქორწინების“ პოცესშია ბელარუსიც, რომელმაც საგარეოპოლიტიკური მოღვაწეობის კორექტირების შესახებ განაცხადა. რესპუბლიკის საგარეო მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განმარტა, რომ ბელარუსს სურს თავი დააღწიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე – რუსეთზე დამოკიდებულობას. „ჩვენ ურთიერთობების დივერსიფიცირებისკენ მივისწრაფით, მათ შორის ევროკავშირთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“, – განაცხადა მაკეიმ ევრონიუსთან ინტერვიუში. თავად ალეკსანდრ ლუკაშენკომ კი თამამად განაცხადა, რომ ბელარუსის საინფორმაციო სივრცე რუსული გავლენებისგან უნდა დაიცვან: „მე მხოლოდ ჩვენი არყების ნახვა მსურს“.


ევროკავშირზე ფსონს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კიდევ ერთი წევრი – ყირგიზეთი აკეთებს. პრეზიდენტმა სოორანბაი ჟეენბეკოვმა ბრიუსელში სტრატეგიის „ევროკავშირი – ცენტრალური აზია“ ფარგლებში ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმების საკითხები განიხილა. ყირგიზეთი ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში ეკროპული ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული. ბრიუსელი ამისათვის, ცენტრალური აზიის მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავებით, ყველა პირობას ქმნის.


ამ ფონზე ევრაზიული კავშირის მიმართ ინტერესი მოლდოვასაც უქრება, რომელმაც გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო. ამას ისიც ემატება, რომ მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობა რუსეთთან კავშირების გაწყვეტის მომხრეა და ამის მოტივად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ რუსეთი უარს ამბობს საკუთარი ჯარების გაყვანაზე დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან. მოსკოვთან ურთიერთობების გამყარების მომხრე მხოლოდ პრეზიდენტი დოდონი რჩება, თუმცა, უკვე მასაც ეპარება ეჭვები თავის პოლიტიკურ მიდრეკილებებში. ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე მან ისიც კი განაცხადა, რომ დასავლეთსა და რუსეთს ლორის დაპირისპირებაში მოლდოვა ბუფერად ესახება. ის შიშობს, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გალღვეს – „ნებისმიერი პროვოკაცია და რუსეთი ჩაერევა, დნესტრისპირეთში თავისი 200 000 მოქალაქის დასაცავად. დოდონს რეგიონში ახალი ომის ეშინია. ეს არცაა უჩვეულო, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე პროცესები მოლდოვასთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ივან გნატიშინმაც განაცხადა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოსკოვი პროექტს „ბესარაბია“ უბრუნდება, რომლის ფარგლებშიც ოდესის ოლქსა და მოლდოვაში ვითარების არევას გეგმავს.


სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის, რომელიც ამერიკისა და მისი მოკავშირეების სარაკეტო იერიშის მიზეზი გახდა სირიაზე და მანამდე სკრიპალების მოწავლის ფონზე, რომელსაც პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ არნახული სიმძაფრის სანქციები მოჰყვა, კრემლი საქართველოზე აკეთებს აქცენტს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კრემლი ყურადღებით აკვირდება ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიას, რომელიც თბილისთან ახლოსაა განთავსებული. რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს „ყურადღებით დაკვირვება“, რთულად მისახვედრი არავისთვისაა.


ვითარება რუსეთის გარშემო ფეთქებადსაშიშია. ეს არა მხოლოდ დსთ–ის დეგრადაციას, არამედ ევრაზიული კავშირის ზონასაც რისკის ზონად აქცევს, რომელსაც კრემლი მთავარ ინტეგრაციულ  იმედებს უკავშირებდა. რუსეთს ახალ პირობებში მოუწევს ცხოვრება, რაც უახლოეს გარემოცვაში მოკავშირეების არარსებობას გულისხმობს.


სხვა სიახლეები