• Ƀ/$

თბილისში ძველი სანათები დიოდურით ჩანაცვლდება

21 მაისი 18:09, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის განათების სისტემის ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლების პერსპექტივები განიხილეს. 

კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს, რათა დედაქალაქში არსებული განათების სისტემა თანამედროვე ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლდეს, რაც მისი თქმით, ელექტროენერგიისა და მასზე გაწეული ხარჯების დაზოგვის გარდა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მერების შეთანხმების შესრულების წინაპირობაა.


გასულ წლებში რამდენიმე ქუჩაზე ძველი ნათურები უკვე ჩაანაცვლა LED სანათებმა. გარდა იმისა რომ დიოდური ნათურა ელექტროენერგიის 70%-იან ეკონომიას იძლევა, მისი ექსპლუატაციის ვადაც ჩვეულებრივს რამდენჯერმე აღემატება. მისი ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია, რომელიც დროთა განმავლობაში დაზოგილი ელექტროენერგიის ხარჯზე კონპენსირდება.


 


მსგავს თემაზე:


თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 30 მილიონი ლარი გამოეყო


საბურთალოს ხაზს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი