• Ƀ/$

დოლარი 5-თვიან მაქსიმუმს მიუახლოვდა

21 მაისი 21:21, 2018 წელი | ანალიტიკა

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის საფრთხის განელების კვალობაზე, ამერიკული დოლარის კურსი ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა.

ამის ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ ტრეიდერები და ინვესტორები დოლარზე გაყიდვის პოზიციებს თანდათან ხურავენ. ეს ტენდენცია კი ზედიზედ მეოთხე კვირაა, გრძელდება.


წლის დასაწყისის შემდეგ, დოლარზე ასე ცოტა გახსნილი მოკლე პოზიციები არ დაფიქსირებულა. საინვესტიციო კომპანია „სტეიტ სტრიტ გლოუბლ ედვიზორსის“ მაკრო სტრატეგი ტიმოთი გრაფი ამბობს, რომ მოკლე პოზიციების მცირე მოცულობის პირობებში, დოლარს შემდგომი ზრდის პოტენციალი კვლავ გააჩნია.


სულ, დოლარზე მოკლე პოზიციების მოცულობა, დაახლოებით $11 მლრდ–ს უტოლდება. ეს იმ დროს, როცა აპრილში $28 მლრდ–ს მიაღწია, რაც ბოლო შვიდი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვს წამყვან ვალუტასთან საშუალო კურსს ასახავს, 0.4%–ით გაიზარდა და მცირე ხნით ასცდა 94-ს, თუმცა შემდეგ უკან დაიხია და 93.84-მდე ჩამოვიდა.


სტრატეგიების ცვლილებას არ ჩქარობენ


„JP მორგანის“ სტრატეგები ფიქრობენ, რომ მოკლე პოზიციების დახურვის ტენდენციის მიუხედავად, აქტივების მმართველები არ ჩქარობენ და დოლარის გაყიდვების გარიგებებს ინარჩუნებენ. როგორც წესი, ისინი უფრო გრძელვადიან პროგნოზებზე მუშაობენ და კვლავაც თვლიან, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ევრო დაკარგულ პოზიციებს აღიდგენს.


დოლარის თამაში წყვილებში


ამ კვირის სტატისტიკური მონაცემები ევროს ყიდვის პოზიციებზე მდგარი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეკონომიკის სუსტი სტატისტიკის შემთხვევაში, დოლარის მოკლე პოზიციების დახურვის პროცესი გაგრძელდება და შესაბამისად, მასთან წყვილში, ევრო პოზიციებს კვლავაც დათმობს.


დაახლოებით ერთ თვეში, დოლარის 5.4%–ით გამყარდა. ასეთი აღმასვლა ბოლოს 2015 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა, როცა ფედრეზერვმა პირველად მიანიშნა, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევას იწყებდა. ეს კი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად უნდა მომხდარიყო.


ფედრეზერვის რეაქცია


ამერიკის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის წყალობით, ფედრეზერვმა დოლარზე განაკვეთის აწევის პროცესი დააჩქარა და ამ მხრივ სხვა ცენტრალური ბანკების შესაბამისი ქმედება გადაფარა. ამან დოლარს კარგი ბიძგი მისცა.


ამჟამდ ევროპის, ინგლისის და იაპონიის ბანკები მონტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესის დაწყებას არ ჩქარობენ, რადგან ამის საშუალებას შესაბამისი ქვეყნების და რეგიონის ეკონომიკების ზრდის ტემპი არ იძლევა.


საფინანსო ბაზრების შესახებ მსგავსი თემები იხილეთ:


დოლარის კურსი ექვსი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა


ფინანსური ბაზრების კვირის მოლოდინები


სხვა სიახლეები