სოფლის მეურნეობა
ხორბლის მოსავლიანობა
ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713864710

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.


სხვა სიახლეები
კერძო სახლი
რა დაგიჯდებათ კერძო სახლის ყიდვა თბილისში

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ბინებზე ფასი 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით არის გაზრდილი. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვ.მ.-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

ეკონომიკა 1713866008

ხორბლის მოსავლიანობა
ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობა 1713864710

ავტომობილები
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 1 680 436 ავტომობილი იყო, 2022 წელს კი 1 563 165 ავტომობილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 37%-იან ზრდას აჩვენებს.2023 წლისთვის ქვეყანაში არსებული ავტომობილების 37%-ი თბილისშია თავმოყრილი, სულ 622 174 ავტომობილი. 13%-იანი წილით, მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 2023 წლისთვის ავტომობილების მაჩვენებელი 216 591 ავტომობილს აღწევდა. მესამე პოზიციაზე კი ქვემო ქართლია, სადაც 2023 წელს 167 016 ავტომობილი იყო თავმოყრილი.TOP-10 ავტომობილების ბრენდის განაწილება საქართველოში (2023 წელი)🔵 MERCEDES-BENZ - 211161🔵 TOYOTA - 178419🔵 FORD - 159263🔵 VAZ - 153923🔵 OPEL - 146142🔵 BMW  - 79205🔵 VOLKSWAGEN - 72532🔵 NISSAN - 68197🔵 HONDA - 65280🔵 MITSUBISHI - 54105

ეკონომიკა 1713864470

ატომური ბომბი
ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს - რაფაელ გროსი

ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს. ამის შესახებ რაფაელ გროსიმ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა „Deutsche Welle-თან“ განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი. მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს ბევრ სხვა რამეს, მაგალითად - დატესტვას,“ - აღნიშნა გროსიმ.რაფაელ გროსის განმარტებით, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს.

სხვადასხვა 1713863970

თვითმფრინავი
საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზარზე ყველაზე მეტი პრემია „უნისონმა“, ყველაზე ნაკლები კი „ჯიპიაი“-მ მოიზიდა

სადაზღვევო კომპანიების 2023 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 84 ერთეული შეადგინა, რაც 13-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:🔵 სს ბბ დაზღვევა — 63; მოზიდული პრემია 6.6 მლნ ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 14; მოზიდული პრემია 8.4 მლნ ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 3; მოზიდული პრემია 376 003 მლნ ლარი;🔵 სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 1; მოზიდული პრემია 402 716 ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1; მოზიდული პრემია 102 667 ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი - 1; მოზიდული პრემია 2729 ლარი;🔵 სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 1, მოზიდული პრემია 51 686 ლარი.კომპანიებმა 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 12 947 186 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2022 წლის შედეგზე დაახლოებით 1.3-ჯერ (2022 წლის 9 თვეში 9 581 606 ლარი იყო) მეტია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, 7.8 მლნ ლარი „უნისონმა“ მოიზიდა, ყველაზე ნაკლები კი „ჯი პი აი“-მ (2729 ლარი). 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთმა სადაზღვევო კომპანიამ, „ბბ დაზღვევამ“ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა ზარალი, რამაც 34.4 ლარი შეადგინა. 

ეკონომიკა 1713861847

ავტომობილი
საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის

საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტის (რეექსპორტი) რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, წელს 3 თვეში ყაზახეთში 5 803 ერთეული (221.969 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 2 398 ერთეული ავტომობილი (87.123 მლნ აშშ დოლარი) გავიდა.ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის.„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტს ახორციელებდნენ:შპს ბი თუ ბი - კომპანიის დირექტორი გიორგი შალამბერიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი ნინო გველესიანი;შპს გრანდი 2022 - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.შპს თბ ექს - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია.შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელია, ხოლო მეწილეები ლევან სურგულაძე, გიორგი სურგულაძე, დავით გულაშვილი და გიორგი გულაშვილი არიან.შპს ჯეო როუდი - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 707.485 მლნ დოლარის (47 095 ერთეული).რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.

ეკონომიკა 1713861567