• Ƀ/$

დადებითმა სტატისტიკამ სტერლინგი გამოაცოცხლა

5 ივნისი 17:06, 2018 წელი | ანალიტიკა

ბრიტანეთის მომსახურების სფეროს საქმიანი აქტივობის დღეს გამოქვეყნებულმა დადებითმა სტატისტიკამ, ბრიტანულ სტერლინგს კარგი ბიძგი მისცა - დოლართან წყვილში ის დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა.

თუმცა ამ ზრდას მაინც ბოლო კვირეების კლებისადმი კორექციული ხასიათი აქვს.


კვლევით კომპანია „მარკიტის“ მონაცემებით, მაისში მომსახურების სფეროს შესყიდვების ინდექსი (PMI) 54 პროცენტით გაიზარდა, რაც აპრილის შესაბამის მაჩვენებელზე (52.8%) მეტია. პროგნოზით ზრდა იყო ნავარაუდები, მაგრამ მხოლოდ 0.1 პროცენტით. როგორც წესი, როცა აღნიშნული ინდექსი 50 პროცენტზე მაღლაა, ეს ზრდის მანიშნებელია.


სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი $1.3375–მდე გაიზარდა. მომსახურების სფეროს PMI ეკონომიკის ზრდის ტემპს ასახავს და მისი დადებითი მაჩვენებელი გვაუწყებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკას გამოცოცხლები ნიშნები დაეტყო. ეს კი სტერლინგის კურსზეც აისახა.


რაც მთავარია, ინვესტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ინგლისის ბანკმა სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი აგვისტოს სხდომაზე ასწიოს.


ბევრი ანლიტიკოსი თვლის, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკის კლება, ნაწილობრივ უჩვეულოდ თოვლიანი ამინდების შედეგია. მეორე კვარტალში კი ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. იმავდროულად, კომპანიების დიდი ნაწილი კვლავაც ბრექსიტთან დაკავშირებული ფაქტორების გამოვლენას ელის, რაც ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს. ამის პირველი მიმანიშნებელი ისაა, რომ დასაქმება ნელი ტემპით იზრდება.


სტერლინგი ასევე გაიზარდა ევროსთან წყვილში. კერძოდ, 1 ევროს ფასი 0.8747 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. ამას გარკვეულწილად, ევრო ზონაში ბიზნესის აქტივობის ოდნავ გაუარესებულმა სტატისტიკამაც შეუწყო ხელი. კერძოდ, ევროზონის კომპოზიტური PMI 18 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე (54.1) შემცირდა (აპრილის 55.1-დან). სსტატისტიკის გარდა, ევროს იტალიაში პოლიტიკური გაურკვევლობაც ასუსტებს.


სხვა სიახლეები