• Ƀ/$

ევრომ ბოლო ორი კვირის პიკს მიაღწია

6 ივნისი 18:48, 2018 წელი | ანალიტიკა

ევრომ ზრდა გააგრძელა და ბოლო ორი კვირის პიკს მიაღწია, რაც ძირითადად ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) წარმომადგენლის, ECB-ს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გაკეთებული ქორული განცხადებით აიხსნება. 

ევროს ზრდის პარალელურად, დოლარის ინდექსი შემცირდა.   


ევროს კურსი 1.1796-მდ გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ მცირე კორექცია დაიწყო და  1.1770-მდე ჩამოვიდა. ამჟამად კი კვლავ იზრდება და 1.1790-ს მიაღწია. ევროპული ვალუტა ამ დონეზე 23 მაისის შემდეგ არ ყოფილა.


ეს ყველაფერი მოჰყვა ECB-ს მთავარ ეკონომისტ პეტერ პრაეტის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტ თავდაჯერებას ავლენენ ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელმაც მიზნობრივი დონისკენ ზრდა გააგრძელა. ბანკი შემდგომ კვირაში დანიშნულ სხდომაზე, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით იმსჯელებს. მთავარი საკითხი კი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცა, ან შეწყვეტაა.


ამ განცხადბით დადასტურდა უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივნისის სხდომის შემდეგ, ECB გვამცნობს, თუ როდის აპირებს სტიმულირების პროგრამის დასრულებას. ბევრი ტრეიდერი კი კვლავაც ფიქრობს, რომ ცენტრალური ბანკი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არც წინასწარ გამოაცხადებს რამეს. მათი არგუმენტი იტალიაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობაა.


დოლარის ინდექსი იმის მიუხედავად კლებულობს, რომ გასული კვირის ბოლოს, შრომის დეპარტამენტმა შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინვესტორები მოელიან, რომ ფედრეზერვის თავის ივნისის სხდომაზე დოლარის საპროცენტო განაკვეთს (წელს მეორედ) ასწევს. ეს კი ზრდს იმის ალბათობას, რომ წელს განაკვეთი სამის ნაცვლად, ოთხჯერ გაიზრდება.


დოლართან წყვილში, ზრდას ბრიტანული სტერლინგიც აგრძელებს. მის გამყარებას ხელი ბრიტანეთში მომსახურების სფეროს დადებითი სტატისტიკა უწყობს ხელს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრად ზრდას აგრძელებს. ეს კი თავის მხრივ, ინვესტორებს უძლიერებს იმის რწენას, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს აგვისტოში გაზრდის.


 


მსგავს თემაზე:


დადებითმა სტატისტიკამ სტერლინგი გამოაცოცხლა


სლოვაკეთში ნულოვანი ნომინალის ევრობანკნოტები ორთოგრაფიული შეცდომით დაბეჭდეს


სხვა სიახლეები