• Ƀ/$

თურქეთი პრეზიდენტს ირჩევს. ათა თურქიდან ერდოღანამდე

24 ივნისი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს გუნდთან ერთად გამარჯვების დიდი შანსი აქვს, თუმცა არა 100%-იანი. პრეზიდენტობისთვის იბრძვის ასევე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუჰამედ ინჯეც.

თურქეთი რესპუბლიკად 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოცხადდა. ოსმალეთის იმპერია რესპუბლიკად ათა თურქად წოდებულმა მუსტაფა ქემალმა გარდაქმნა, რომელიც ათა თურქად, (თურქების მამა) 1934 წლიდან მოიხსენიება. მისი სახელობისაა თურქეთში სტამბოლის აეროპორტი, ასევე მრავალი ქუჩა, სკვერი და მოედანი.



ათა თურქის დამსახურება თურქეთის წინაშე მართლაც ძალიან დიდია. პირველ მსოფლიო ომში 1915 წლის გალიპოლის ბრძოლა ერთ-ერთ საკვანძო მომენტადაა მიჩნეული, სადაც უინსტონ ჩერჩილმა თავისი ხანგძლივი სიცოცხლის მანძილზე ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. ბრიტანეთის მცდელობა აეღო კონსატნტინოპოლი სრული კრახით დასრულდა. ოსმალეთის გამარჯვებაში მუსტაფა ქემალმა დიდი როლი შეასრულა.



პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი მუსტაფა ქემალის მოღვაწეობის არეალი ფართოვდება და მალევე ქვეყანაში ყველაზე დიდი გარდაქმნების ავტორი ხდება. როგორც ომში დამარცხებულ მხარეს ოსმალეთის იმპერიას სევრის ხელშეკრულებით დაშლა ელოდა. ნაწილობრივ მოკავშირეთა შეუთანხმებლობისა და ნაწილობრივ ეროვნული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, რომელსაც მუსტაფა ქემალი მეთაურობდა, ხელშეკრულება ვერ ამოქმედდა. თურქეთმა მართალია დაკარგა ტერიტორიის ნაწილი, მაგრამ დაშლას გადაურჩა. მუსტაფა ქემალი ქვეყნის  მმართველი 1922 წლიდან გახდა, 1923 წელს პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, სწორედ ამ წელს გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი რეფორმების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა შესაძლებელია რამდენიმეს გამოყოფა:


 


1)      მონარქიული იმპერიის რესპუბლიკად გარდაქმნა


2)      დედაქალაქის სატმბოლიდან ანკარაში გადატანა


3)      არაბული დამწერლობის ლათინურით ჩანაცვლება


4)      გრეგორიანულ კალენდარზე გადსვლა


5)      ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება


6)      შარიათის კანონების სეკულარული პრინციპებით ჩანაცვლება


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი დადასვლური ძალების მოკავშირე გახდა, ნატოს წევრია 1952 წლიდან. დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა კავშირზე დამიზნებული ატომურ ქობინიანი რაკეტების ნაწილი სწორედ თურქეთში იყო განლაგებული.


ნატოსგან განსხვავებით თურქეთმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება, რამაც მოსახლეობაში ნიჰილიზმის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას შეუწყო ხელი.


მოვლენები 2015 წლიდან დაჩქარდა, როდესაც თურქეთმა რუსული „სუ-24“ ტიპის ბომბმდამშენი საზღვრის უკანონო კვეთის გამო ჩამოაგდო, რასაც კრემლის მხრიდან სანქციები და ემბარგო მოყჰვა. 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ ფიასკო განიცადა, რაც იქამდე 4-ჯერ: 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში წარმატებით განხორციელდა. ვერშემდგარ გადატრიალებას 10 000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება და 100 000-მდე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, რასაც ასევე თან დაერთო რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა. გადატრიალების მცდელობის მთავარ მიზეზად ის დასახელდა, რომ მან მოსახლეობაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ადამიანები ამბოხებულების ტანკებს უწვებოდნენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.



დასავლეთთან ურთიერთობების გაციების მიუხედავად, ანკარამ მოკავშირეების მიერ 14 აპრილს სირიაზე მიტანილ იერიშს ღიად დაუჭირა მხარი. თურქეთმა ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას ითვალისწინებს. თურქეთის ელჩმა საქართველოში რამდენჯერმა ასევე ღიად განაცხადა, რომ თურქეთს არ აქვს და არც ექნება ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან და განცხადება იმის შესახებ რომ თითქოს 1921 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო თურქეთი აჭარას მოითხოვს მითია.


რეფერენდუმი, რომლის ძალითაც თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა 2017 წელს გაიმართა და ერდოღანის იდეამ - საპრეზიდენტო რესპუბლიკამ მცირე იპირატესობით გაიმარჯვა. პრეზიდენტის შანსები ამჟამადაც დიდია, თუმცა შანსი ოპოზიციასაც გააჩნია. თუ ქურთების "ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ" 10%-იანი ბარიერი გადალახა, შესაძლოა ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მეტი ხმა დაუგროვდეთ. ერდოღანის მთავარ კონკურენტად კი მუჰამედ ინჯე მოისაზრება.



 


მსგავს თემაზე:


„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სავაჭრო ომში თურქეთიც ჩაება


სტამბოლის მესამე აეროპორტიდან პირველი ფრენა 21 ივნისს შესრულდება


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 5 თვეში 13,7 მლნ ტონა ნავთობი გადაიტვირთა


სხვა სიახლეები