• Ƀ/$

დასავლური სამყარო მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას იცვლის

14 ივლისი 11:00, 2018 წელი | ანალიტიკა

მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიგრანტთათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილებად ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა რჩება. მათთვის კარი წლების მანძილზე ღია იყო, თუმცა სურათი ნელ-ნელა იცვლება. 

გამონაკლისის გარდა მდიდარი ქვეყნიდან ღარიბში საცხოვრებლად არავინ მიდის, პირიქით კი მილიონობით ადამიანი. გარდა იმისა, რომ ევროპა და ამერიკა (აშშ და კანადა) ორივე ეკონომიკურად განვითარებულია, მიგრანტთა ტალღის დასავლეთისკენ მიმართვას ხელს გეოგრაფია, საკანონმდებლო ბაზა და კულტურულ-სოციალური გარემოც უწყობს ხელს.


1)      ბოლო 30-40 წელიწადში აზიაში სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა, აფრკიაში კი თითქმის არაფერი შეცვლილა. აფრიკის ქვეყნებისთვის ევროპა საუკეთესო გამოსავალია


2)      ეკონომიკურად განვითრარებულია ემირატებიც, ყატარიც, ქუვეითიც, აღმოსვალეთის აზიური ვეფხვები (სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, სინგაპური, ტაივანი) და იაპონია. მაგრამ მათი ტერიტორია საკმაოდ მცირეა, სიმჭიდროვე მაღალი. შიდა კანონები მიგრანტებისადმი მეგობრული არ არის, ეთნიკური უმცირესობის წილი მინიმალურია.


3)      განვითარებულია ახალი ზელანდია და ავსტრალიაც. მათი საკანონმდებლო ბაზაც ლიბერალურია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობა ხელის შემშლელ ფაქტორად მოქმედებს.



ევროპაც და აშშ-იც ათწლეულების განმავლობაში მიგრანტებს მშვიდად ღებულობდა. აშშ ზოგადად მიგრანტთა სახელმწიფოდ იყო ცნობილი. მანჰეტენის პროექტს, აპოლოს პროგრამას მიგრანტები ედგნენ სათავეში. მიგრანტები იყვენენ ასევე ნიკოლა ტესლა და ალექსანდრე ქართველი. ევროპაში სოლიდარობის განცდა და ერთგავრი ვალდებულების გრძნობა უფრო მეორე მსოფლიო ომისა და დეკოლონიზაციის შემდეგ გაჩნდა. დღეს მკვეთრად გამოხატული ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა უჭირავს დონალდ ტრამპს. მსგავსი სიტუაციაა უნგრეთსა და იტალიაში. უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ იდეას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში. დამოკიდებულების შეცვლას რამდენიმე ახსნა აქვს:


1)      ტერორიზმის საფრთხე. ბევრი ტერორისტი ლტოლვილად ასაღებს თავს და გეგმა სისრულეში მოგვიანებით მოჰყავს


2)      გაზრდილი კრიმინალი. არალეგალთა უმრავლესობამ არ იცის მასპინძელი ქვეყნის ენა, არ გააჩნია უმაღლესი განათლება, ვერ საქმდება მათი ნაწილი იწყებს ქურდობას, ძარცვასა და ყაჩაღობას


3)      გაზრდილი ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. თავშესაფრის მიცემა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხევაში ყოველთვიური დამხარება, გაზრდილი კრიმინალის გამო პოლიციის დაფინანსების ზრდა, დაპატიმრების შემთხვევაში პატიმრის შენახვა... ყოველივე ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული რისი გაღებაც გადასახადის გადამხდელებს უწევთ


4)      კულტურული სხვადასხვაობა. როდესაც განსხვავებული კულტურის, რელიგიის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა რიცხვი 0.1%-ს არ სცდებოდა, მათ ვერავინ ამჩნევდა, მათი რაოდენობის და პროცენტული წილი ზრდა კი უკვე პრობლემად იქცა. 


სხვადასხვა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ სხმახრეთის ქვეყნების: ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ჩრდილოეთის ქვეყნების: შვედეთი, ნორვეგია. ამ შემთხვევაში ყველაფრის ერის მენტალიტეტით ახსნა არასწორია იქნება. სამხრეთ ევროპა ყველაზე ახლოსაა აფრიკასთან შესაბამისად მიგრანტთა საწყისი ტალღა სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. აფრიკიდან იტალიას ათასობით მიგრანტი სოცოცხლის რისკის ფასაც ხის ან გასაბერი ნავითაც აწყდება.



ბოლო 5 წლიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ტოლერანტობით ისეთ ცნობილ სახელმწიფოებში როგორებიცაა ნიდერლანდები და გერმანია. ჰოლანდიელაბმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით ებრაელი გადაარჩინეს. გერმანიაში კი ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ ერთგვარი კომპლექსი გაჩნდა რომ ჯანსაღი ეროვნული პოლიტკია ვინმეს ნაციზმად არ მოენათლა. ბევრი ანალიტიკოსი დღესაც თვლის, რომ გერმანიის გავლენა თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ევროკავშირში ბევრად დიდი იქნებოდა რომ არა თვითკონტროლი. ამ ქვეყნებში მიგრანტებისადმი დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი სირია გახდა, საიდანაც ევროპას 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიაწყდა, მათგან ნახევარი გერმანიამ მიიღო. პირველად არსებობის ისტორიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში შევიდა. საფრანგეთში მარნ ლე პენმა საპრეზიდენტო აღსევნების მეორე ტურში ხმათა 1/3-ზე მეტი უფრო ზუსტად 34.5% მიიღო. საგულისხმოა, რომ ლეპენის პოლიტიკა არამხოლოდ ნაციონალისტური პრორუსულიცაა. აშშ-ის მუდმივად ლანძღავს, მას საფრანგეთის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს და ამავე დროს რუსეთის სტრატეგიულ პერტნიორობაზე ოცნებობს. მეტიც იმეორებს სტალინის სიტყვებს „დიდი რუსი ერი.“ 2008 წლის რუსეთის ინტერვენციაში კი ისევ და ისევ ვაშინგტონს ადანაშაულებს. 


აშკარა პრორუსული განწყობილება შეიმჩნევა იტალიის ახალ მთავრობაში როგორც განცხადებებში ასევე გაზის სამხრეთ დერეფნის მიმართ დამოკიდებულებაში. თუმცა განსხვავებული სურათია უნგრეთის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ყველაზე დიდ გაურკვევლობას ტრამპი იწვევდა. 1.5 წელზე მეტია გამოძიებამ მისი რუსეთთან პირდაპირი კავშირი ვერდ დაადგინა და არც ის სანქციები მოუხსნის კრემლისთვის რომლის მოხსნასაც ბევრი ევროპელი ლიდერი ითხოვს. პირიქით სანქციათა პაკეტი გაფართოვდა. 


იმის საშიშროება, რომ ევროპაში ან ამერიკაში „კუდიანებზე  ნადირობა“ დაიწყება ამ გადმოსახედიდან პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მოსახლეობაში დამოკიდებულება იცვლება რაც არჩევნების შედეგებზეც აისახება, არჩევნების შედეგები კი შემგომში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.


 


მსგავს თემაზე:


ბინადრობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის


ტრამპი მიგრანტთა დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით ითხოვს


შვეიცარია ტალანტების მოზიდვის კუთხით პირველ ადგილზეა


სხვა სიახლეები