• Ƀ/$

პოლონეთზე თავდასხმა მზადდება? რაში სჭირდება მოსკოვს კალინინფრადში საიდუმლო სამხედრო ობიექტი

14 ივლისი 13:00, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსეთი პოლონეთის საზღვართან სამხედრო ობიექტს აშენებს, რასაც სატელიტური ფოტოები ადასტურებს. კრემლის პროვიკაციული მოქმედება დროში ბრიუსელის სამიტს დაემთხვა, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა. 

Dailymaily სატელიტურ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ შეიცვალა როგორ შეიცვალა ლანდშაფტი მოკლე დროში. გამოცემა გადაწყვეტილებას პუტინის კუნთების თამაშს უწოდებს და პარალელს გასულ საუკენესთან ავლებს როდესაც წითელმა არმიამ ჯერ ნახევარი ქვეყნის, შემდეგ კი მთელი პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა.


კიდევ ერთი გამოცემა defence one შედარებით ახლო წარსულს იხსენებს, კერძოდ 2008 წლის ზაფხულს როდესაც ჩრდილოკავკასიაში წვრთნებს საქართველოზე თავდასხმა მოჰყვა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამხედრო ობიექტი კალინინგრადის ოლქში ხორციელდება, იმ მიწაზე რომელიც რუსეთმა იარაღის ძალით მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა და შემდეგ აღარ დაუთმია. ოლქიც და ქალაქი კალინინგრადიც რომელსაც კენინსბერგი ერქვა იქამდე თითქმის 700 წელი (1255-1945 წლები) გერმანიას ეკუთვნოდა. 1946-1949 წლებში იმ ქალაქიდან რომელში იმანუელ კანტი დაიბადა ადგილობრივი გერმანული მოსახლეობა პირწმინდად გააძევეს. ოლქის ფართობის 15 100 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა 940 000 რომლის ნახევარიც ქალაქ კალინინგრადში ცხოვრობს. ოლქს რუსეთის ძირითად ნაწილთან 500 კილომეტრი აშორებს, პირდაპირი რეისით მათ შუა ლიტვა და ბელარუსი მდებარეობს. თავად ოლქი ლიტვასა და პოლონეთს ესაზღვრება. 



მოკლედ პოლონეთის შესახებ

პოლონეთთმა შუა საუკუნეების დამლევიდან დღემდე მსოფლიო ისტორიასა და მეცნიერებაში წარუსლელი კვალის დატოვება მოახერხა. პოლონეთიდან იყო ნიკოლოზ კოპერნიკი 1473-1543 წწ ერთ-ერთი პირველი ჰელიოცენტრისტული მოდელის აღიარების ერთ-ერთი პირველი ავტორი. 12 ნობელის პრემიის ლაურეანტით პოლონეთი უსწრებს 1.4 მილიარდიან ჩინეთს 8 ლაურეანტი.


პოლონეთმა 1791 წლის 3 მაისს ევროპაში პირველმა მიიღო კონსტიტუცია. მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია. 1792 წელს რუსეთის არმია პოლონეთში შეიჭრა გააუქმა კონსტიტუცია და მოახდინა ქვეყნის ფაქტობრივი ანექსია. 1830 წელს აჯანყება სისხლი იქნა ჩახშობილი. მოსახლეობის ნაწილი იმპერიის პერიფერიებში გადაასახლეს. საქართველოში მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ.

პოლონეთის რესპუბლიკამ 21 წელი (1918-1939) იარსება. გერმანიის საოკუპაციო ჯარებმა ქვეყნის დასავლეთ საზღვარი 1939 წლის 1 სექტემბერს გადაკვეთს, იმავე წლის 17 სექტემბერს კი აღმოსავლეთიდან საზღვარი საბჭოთა არმიამ გადალახა. აღნისნულს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ითვალისწინებდა. 1940 წელს კატინის ტყეში სტალინის ბრძანებით 22 000 პოლონელი სამხედრო დახვრიტეს მათგან უმეტესობას ოფიცრის ჩინი გააჩნდა. 1944 წელს აჯაყება გერმანიამ ჩაახშო, დაპირებული საბჭოთა დახმარება კი ბლეფი აღმოჩნდა. ომის დასრულების შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივი დამოიკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ რეალურად ყველაფერს მოსკოვი წყვეტდა. საბჭოთა რუსეთი პოლონეთის დაპტრობას ჯერ კიდევ 1919 წელს შეეცადა, ამგრამ სასტიკი მარცხი იწვნია. მარშალ იუზეფ პილდუსკის მეთაურობით პოლონეთმა არათუ მოიგერია მტერი 200 000 ტყვეც იგდო ხელთ.


ოკუპაციის შემდეგ პოლონეთში პირველი თავისუფალი არჩევნები 1989 წლის 4 ივნისს გაიმართა და პრეზიდენტი ლეხ ვალენსა გახდა. 1999 წელს ქვეყანა გახდა ნატოს წევრი, 2004 წელს კი ევროკავშირის წევრი.

ნატოს შექმნის მომენტიდან დღემდე არც საბჭოთა კავშირს და არც რუსეთს ალიანსის წევრ სახელმწიფოზე ღია აგრესია არ განუხორციელებია. თუმცა კორეაში, ვიეტნამასა და სხვა ცხელ წერტილებში აშშ-ის მოწინააღმდეგეებს აქტიურად აწვდიდა შეიარაღებას. მას გარდა არსებობს კიდევ 1 შემთხვევაც 2010 წლის 10 აპრილს რუსეთში კატასტროფა განიცადა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი სულ 96 მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, პოლონეთის სეიმის წევრები ასევე სამხედროდა საულიერო პირები. ოფიციალურ ვერსიად პილოტის შეცდომა დასახელდა თუმცა მალევე გავრცელდა ტერაქტის ვერსია რაც მოგვიანებით გამოძიების გაჭიანურებამ და საეჭვო დეტალებმა გაამყარა.


კალინინგრადის სამხედრო ობიექტი უბრალო კუნთების თამაშია თუ რამე უფრო სერიოზული ჩანაფიქრი უახლოეს მომავლში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.


მსგავს თემაზე:

პოლონეთი რუსულ გაზს ამერიკულით ანაცვლებს

პოლონეთი საქართველოს გავლით ჩინეთთან სარკინიგზო კომუნიკაციას ტესტავს

პოლონეთი აშშ-ს მუდმივმოქმედი ბაზის სანაცვლოდ მზად არის $2 მლრდ გაიღოს


მსგავს თემაზე:

აშშ მხარს უჭერს პოლონეთის წინააღმდეგობას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობისადმი


პოლონეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ჰიბრიდულ იარაღს უწოდებს



სხვა სიახლეები