• Ƀ/$

მეტროს შემადგენლობების რაოდენობა 43-დან 55-მდე გაიზრდება

24 ივლისი 12:36, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება,  ავტობუსების განვითარებასთან ერთად, იმისთვის, რომ გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული  და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა. უკანსკნელი 23-ე სადგური -„სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სექტემბერ-ივნისში მეტროს მგზავრთა რაოდენობა დღიურად 400 000-ს აღწევს ზაფხულის სეზონზე კი 300 000-მდე მცირდება. მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადატვირთული ვაგონებია.


მეტროს შემადგენლობების დამატება 2019-2021 წლებში იგეგმება.


 


მსგავს თემაზე:


თბილისში ავტობუსების პარკი სრულად 2019 წლის ბოლომდე განახლდება


თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ


სხვა სიახლეები