• Ƀ/$

ჰონკონგი მიგრანტებისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა

27 აგვისტო 12:59, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საცხოვრებლი, კვების, ჯანდაცვისა თუ გართობის ხარჯები სხვადასხვა ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებულია. განსხვავება შეინიშნება ქვეყნის შიგნით ქალაქებს შორისაც. მიგრანტებისთვის როგორც წესი ხარჯი მატულობს. 

კვლევების მიხედვით ყველაზე ძვირ ქალაქად ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჰონკონგი დასახელდა. ამ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც მსოფლიოც ერთ-ერთი ფინანსური ცენტრიცაა ყველაზე ძვირი უძრავი ქონებაა.


მეორე ადგილს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო იკავებს. ქალაქი არამხოლოდ იაპონიაში მსოფლიოშიც ყველაზე დიდია  მის აგლომერაციაში 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი სიმჭიდროვე საცხოვრებელს, პარკინგის ადგილს და მგზავრობას საგრძნობლად აძვირებს.


სამეულს შვეიცარიის პატარა ქალაქი ციურიხი ასრულებს, სადაც მაღალ ფასებს არა ადგილის სიმცირე არამედ მაღალი ცხოვრების დონე  განაპირობებს. ქალაქში განსაკუთრებული სიძვირით მომსახურების სფერო გამოირჩევა.


 


მსგავს თემაზე:


არაბული ქვეყნებიდან კონკურენტუნარიანობის ინდექსით საემიროები ლიდერობს


საქართველოსა და ჰონკონგს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება


სხვა სიახლეები