• Ƀ/$

ჩინეთი აფრიკის ქვეყნებში $60 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

3 სექტემბერი 15:59, 2018 წელი | ეკონომიკა

ჩინეთი აფრიკის ქვეყნებში $60 მლრდ-ის ჩადებას აპირებს. ამის შესახებ ჩინეთის პირველმა პირმა სი ცზინპინმა ორშაბათს, 3 სექტემბერს პეკინში, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

ჩინეთის ლიდერის თქმით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებში, სულ მცირე, $10 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია სამთავრობოთაშორის დახმარებაზე, ინვესტიციებზე, კაპიტალდაბანდებებსა და დაკრედიტებაზე. კერძოდ, მთლიანი თანხიდან $15 მლრდ იქნება დახმარება და უპროცენტო კრედიტი.


ცზინპინის თქმით, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს დამატებით $146 მლნ-ს გამოუყოფს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გარდა ამისა, პეკინი აფრიკის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის უმაღლესი კვალიფიკაციის 500 სპეციალისტს მიავლენს აფრიკის ქვეყნებში აგროსექტორის გასავითარებლად.


ჩინეთის ლიდერის თქმით, ჩინური ინვესტიციები აფრიკის ქვეყნებში არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პირობებსა და ვალდებულებებს.


სხვა სიახლეები