• Ƀ/$

ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციაზე 40 მლნ დაიხარჯება

4 სექტემბერი 12:57, 2018 წელი | ეკონომიკა

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს. 

პროექტი ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო.


სამშენებლო სამუშაო ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.  


საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. იმის გამო რომ ძველი ხაზები და გონდოლები უსაფრთხოების ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა 2016 წელს საბაგირომ ფუნქციონირება შეწყვიტა.


 


მსგავს თემაზე:


რეგიონებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯებ


ბაკურიანის შემოვლითი გზა 2019 წელს გაიხსნება


აბასთუმანში ობსერვატორიის საბაგიროს აღადგენენ


სხვა სიახლეები