• Ƀ/$

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში წლიურად 400 000-ს აღწევს

6 ოქტომბერი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროპის კონტინენტზე ყველაზე მეტი რეგულაცია მოქმედებს, მათ შორის ეკოლოგიას გამორჩეული ადგილი უკავია. ამის მიუხედავად დაბინძურებული ჰაერის ყოველწლიურად 400 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

გარდაცვალების გარდა მილიონობით ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, მცირდება მათი შრომისუნარიანობა, რომლის გამოსწორების მცდელობაზე ასობით მილიარდი ევრო იხარჯება.


რიცხვი - 400 000 თავისთავად ძალიან დიდია, მაგრამ მცირეა მთლიან მსხვერპლთან შედარებით. მთელს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით 18-ჯერ მეტი 7-7.5 მილიონი ადამიანი იღუპება, მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობა ევროპისას მხოლოდ 10-ჯერ აღემატება. გამონაბოლქვის კონტროლი და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მსხვერპლის რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს.



ჰაერის ხარსიხსის კონტროლის სამსახური ევროკავშირში 20 წლის წინ შეიქმნა. ის ჰაერში ნახშირორჟანგის, მტვრის ნაწილაკებისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემადგენლობას იკვლევს, რის შემდეგაც გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. პრობლემატური უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია. 


დღეს გარემოს დაბინძურებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტიდან ებრძვიან.


1)      განახლებადი ენერგია. თბოსადგურების ნაცვლად ელექტროენერგიის მიღება მზისა და ქარის სადგურებიდან, ორივე მათგანი დიდი სისწრაფით იზრდება, თუმცა მათი წილი ევროპის მასშტაბითაც კი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია მნიშვნელოვანია. მაგალითად დანიაში სადაც დომინანტი ქარია და ისლანდიაში გეოთერმული სადგურების მეშევეობით.  ჰიდრორესურსი ევროპაში პრაქტიკულად უკვე ათვისებულია.


2)      ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ნათურები, ტელევიზორები, მაცივრები რომლებიც იმავე ეფექტით მუშაობის დროს ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ასევე ენერგოეფექტური გათბობის ქვაბები, სამშენებლო ბლოკები, კარ-ფანჯარა.


3)      გამონაბოლქვის კონტროლი, რაც მოიცავს საწვავის ხარისხის კონტროლს, ავტომობილის ტექნიკურად გამართულობას, ქარხნებისთვის ფილტრების დაყენების ვალდებულებას.


4)      ელექტრომობილები.


ევროპაში სუბსიდირების, ჯარიმებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით თითოეული მათგანი წახალისებულია. პრობლემა კი მაინც უფრო გლობალურია. მის გადაჭრას უკვე ცდილობს ჩინეთიც რომელიც ერთდროულადაა როგორც #1 დამაბინძურებელი, ასევე #1 განახლებადი ენერგიის მწარმოებელი სახელმწიფო. ასევე აშშ, სადაც პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად განახლებადი ენერგიის წილი მაინც მუდმივად იზრდება.


მსგავს თემაზე:

ჩინეთში ჰაერის ყველაზე დიდი გამწმენდი დანადგარი ჩართეს


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს


ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა



სხვა სიახლეები