• Ƀ/$

აშშ ევროკავშირს ენერგოპროექტებისთვის $1 მლრდ-ს სთავაზობს

11 ოქტომბერი 13:07, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის სენატში ევროპის ენერგობაზარზე „რუსეთის დამღუპველი გავლენების შემცირებაზე მიმართული“ კანონპროექტი სენატორებმა კრის მერფიმ და რონალდ ჯონსონმა წარადგინეს.

მერფის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა, დოკუმენტი „ევროპაში ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია“ ევროკავშირისთვის ენერგოპროექტებზე $1 მლრდ-ის გამოყოფას ითვალისწინებს.


გაძლიერებული დიპლომატიური და ტექნიკური მხარდაჭერის პარალელურად, ეს თანხა ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიცირებას და ამ დარგში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას უნდა მოხმარდეს, მიაჩნიათ სენატორებს.


სენატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კორუფციისა და პროპაგანდის მეშვეობით ევროპის ენერგობაზარზე დომინირებს, რითაც ძირს უთხრის დასავლურ ინსტიტუტებს და საქმეს იჭერს დამყოლ მთავრობებთან, რომელთაც არ შეუძლიათ, ან არ სურთ რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიონ.


ახალი კანონპროექტი ცალკე შერჩეული ქვეყნებისთვის 2019-2023 წლების პერიოდში მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად.


მსგავს თემაზე:

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მონაწილე გერმანია „გაზის სამხრეთის დერეფნის“ განვითარებით არის დაინტერესებული


დუდამ და ტრამპმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და სამხედრო დახმარება განიხილეს


აშშ–ის სანქციების შემთხვევაში რუსეთი მზადაა მთლიანად დააფინანსოს „ჩრდილოეთის ნაკადი–2“



სხვა სიახლეები