• Ƀ/$

TANAP–ი TAP–ზე დააერთეს

21 ნოემბერი 16:20, 2018 წელი | ეკონომიკა

„გაზის ამხრეთის დერეფნის“ უმსხვილესი შემადგენელი ტრანსანატოლიის გაზსადენი (TANAP) თურქეთ–საბერძნეთის საზღვარზე, მდინარე მერიჩთან ნტანსადრიატიკის (TAP) გაზსადენზე დააერთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია TANAP–ისა და TAP–ის კონსორციუმების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


კონსორციუმების განცხადების თანახმად, ორი გაზსადენის შეერთებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პროექტის „გაზის სამხრეთის დერეფანი“ განხორციელების პროცესში.


TAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანის საბადოდან „შახდენიზი2“ ბუნებრივი გაზი საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპის ქვეყნებში გადაიტუმბება.


TANAP–ის გახსნის საზეიმო ცერემონიას თურქეთის პროვინცია ესკიშერიხში 12 ივნისს თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრდნენ. ღონისძიებას არ დაესწრო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.


TANAP სიგრძე 1850 კილომეტრს შეადგენს და საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთ–საბერძნეთის საზღვრამდეა გაყვანილი, სადაც ის ტრანსადრიატიკულ (TAP) გაზსადენს შეუერთდება და აზერბაიჯანული გაზი იტალიამდე მიაღწევს.


TANAP–ის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, საიდანაც 6 მლრდ–ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში გადაიტუმბება.


მსგავს თემაზე:

EBRD მზად არის, TAP-ის დაფინანსება გაზარდოს


TANAP-ის გახსნით პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურული გარდაქმნა ახალ ეტაპზე გადავა


TAP არ არის იტალიის საშინაო საქმე, ეს საერთო ევროპული პროექტია – პასუხი იტალიის პრორუსულ მთავრობას


TANAP ევროპას პირველ გაზს 2019 წლის ივნისში მიაწვდის


ტრამპი იმედოვნებს, რომ იტალია TAP-ის მშენებლობას დაასრულებს


TANAP – რეკორდულ ვადებში განხორციელებული პროექტი



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი