• Ƀ/$

ჩინეთში 2019 წელს 28 მლნ ავტომობილის გაყიდვას ელიან

14 იანვარი 11:20, 2019 წელი | ეკონომიკა

ჩინეთი ავტომწარმოებლებისთვის სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. 2019 წელს ამ ქვეყანაში 28 მილიონი ახალი ავატომობილის გაყიდვაა დაგეგმილი, რაც შეერთებული შტატების მაჩვენებელსაც აღემატება. 

ჩინეთში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალი ავტომობილი იყიდება, ვიდრე ევროკავშირში. მათი უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა, თუმცა იზრდება მსოფლიო ბრენდების გაყიდვებიც, უმთავრესად კი TOYOTA-სი. მართალია ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ არსებულიც ჯერჯერობით ევროპულზე მაღალია.


ჩინეთი ასევე პირველია ელექტრომობილების გაყიდვების მხრივაც, სადაც 2018 წელს მილიონზე მეტი ელექტროძრავიანი ავტომობილი გაიყიდა. 2019 წლის პროგნოზი 2.5 მილიონი ერთეულია.


პლანეტის #2 ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 10-დან 6.5 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ მისი ზომიდან გამომდინარე ამ შემცირებული ზრდის წილიც გლობალურ ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.


მსგავს თემაზე:

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთი, ვისკი და ჩაი გავა  


ავტომობილთა 46%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ



სხვა სიახლეები