• Ƀ/$

სამგორსა და გლდანს შესაძლოა საბაგირო ტრანსპორტი დაემატოს

23 იანვარი 16:22 | ეკონომიკა

თბილისში საბაგირო ხაზების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტები. შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ.


ამჟამად თბილისში სულ 2 საბაგირო ფუნქციონირებს, ვაკის პარკიდან კუს ტბამდა ასასველი და რიყედან ნარიყალამდე ასასვლელი. მაღლივი-ბაგების საბაგირო კი მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს აღდგა ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა და მას დამატებითი უსაფრთხოების ტესტები უტარდება, რომელიც სავარაუდოდ 2 თვესი დასრულდება.


 


მსგავს თემაზე:

თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება


8 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


იმ ქუჩების რაოდენობა სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება გაიზრდება



სხვა სიახლეები