• Ƀ/$

Philips საქართველოს ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება

25 იანვარი 13:37 | ეკონომიკა

Signify/Philips-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ რონდოლატ-მა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დახმარებას დაპირდა. 

სტრატეგიაში ქუჩებისა და ძეგლების ენერგოეფექტურ განათებაზეა საუბარი, რაც პირველ ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს.


შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზეც ისაუბრეს, რაც მათ შორის ორგანული წარმოების განვითარებას გულისხმობს. ასევე, განიხილეს “ფილიპსის” ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ორგანული წარმოების ხელშეწყობაში.


Philips ჰოლანდიური ფირმაა რომელიც 1891 წელს დაარსდა, სათაო ოფისით ამსტერდამში. ის ძირითადად ტელევიზორებს, მონიტორებსა და განათების სისტემებს აწარმოებს. 2017 წელს კომპანიის შემოსავლებმა €17.8 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება €1.8 მლრდ-ს უდრიდა. აქტივების მოცულო €25 მლრდ-ს შეადგენს, კაპიტალიზაცია €30 მლრდ-ს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით Philips 75 000 ადამიანს ასაქმებს.


 


მსგავს თემაზე:

შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემა სავალდებულო გახდება


თბილისში ძველი სანათები დიოდურით ჩანაცვლდება


აშშ ევროკავშირს ენერგოპროექტებისთვის $1 მლრდ-ს სთავაზობს


საქართველოში Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა აშენდება



სხვა სიახლეები