• Ƀ/$

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება

5 თებერვალი 14:45, 2019 წელი | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და სამშენებლო კომპანიებს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისა და სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება წინასწარ მოემზადოს მასში მონაწილეობის მისაღებად.


ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია - 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.


ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.


მსგავს თემაზე:

ხევი-უბისას მონაკვეთზე 35 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება


კავკასიაში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო 19 იანვარს გაიხსნა


ბაგების საფეხმავლო ხიდის პარალელურად საავტომობილო ხიდი აშენდება



სხვა სიახლეები