• Ƀ/$

EBRD-მა საქართველოში საინვესტიციო პაკეტი შესაძლოა გაზარდოს

6 თებერვალი 13:04 | ეკონომიკა

ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას, - ამის შესახებ EBRD-ის ახალმა რეგიონალურმა დირექტორმა მატეო პატრონემ  განაცხადა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და EBRD-ის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.


ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებში ინვესტირებას EBRD-ი მომავალში გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და ხელს უწყობს საქართველოს  რეგიონულ ჰაბად და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.


მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მატეო პატრონეს წინამორბედის, ბრუნო ბალვანერას წვლილს საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.


მსგავს თემაზე:

ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მომზადება EBRD-ის დახმარებით ხორციელდება


ნარჩენების მართვაში თბილისს EBRD დაეხმარება


EBRD-მა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მლნ ევრო გამოყო



სხვა სიახლეები