• Ƀ/$

აზიურ ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 45 მლნ დაიხარჯება

13 თებერვალი 16:53 | ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, რომელიც მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებლებთან ბრძოლას განაგრძობს.

„გასულ წელს გვქონდა შთამბეჭდავი სტატისტიკა - სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებზე, რომელთაგან ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მ ეურნეობას, როდესაც ფერმერი გლეხი იძულებულია, მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, უბრალოდ, აუცილებელია სწორი აქცენტების გაკეთება. ჩვენ ძირითადი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა. გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში - აზიური ფაროსანა და მისი გავრცელება. ვფიქრობ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ დახვეწილია, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შემდეგ ჩვენ გავზრდით იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინ გვქონდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სხვა სიახლეები