• Ƀ/$

„სისტრას“ კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

14 თებერვალი 18:27 | ეკონომიკა

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, მან ასევე 18 მეტრიანი ავტობუსებიც დაათვალიერა რომელთა შემოყვანაც თბილისში იგეგმება. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე,  თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება.


დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება.


თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, საიდანაც თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.


მსგავს თემაზე:

ძველი ავტობუსების პარკი 2019 წელს სრულად ჩანაცვლდება


თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა



სხვა სიახლეები