• Ƀ/$

აბასთუმნის უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები აგვისტოში დასრულდება

18 თებერვალი 11:09, 2019 წელი | ეკონომიკა

საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები გრძელდება. გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, აბასთუმანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

ზაფხულის სეზონისთვის კურორტის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოები პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რის შედეგად ადგილობრივები და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი სასმელი წყლით ისარგებლებენ.


სეზონურად კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.


მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 727 121 ლარია გამოყოფილი.


მსგავს თემაზე:

აბასთუმანში ობსერვატორიის საბაგიროს აღადგენენ


გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება



სხვა სიახლეები