• Ƀ/$

სამხრეთის დერეფნის მეშვეობით საქართველო 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს

21 თებერვალი 16:34, 2019 წელი | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით გაზის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით საქართველო 2022 წლისთვის დღევანელზე 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს.

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული დერეფნის მეშვეობით მიიღებს, აღნიშნ ნათია თურნავამ, რომელმაც ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინება საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება,


მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა.


პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა კორიდორის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ალტერნატიული გზით მიწოდების, არამედ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შახ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP-ის (ტრანსანატოლიური) და TAP-ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს.


აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ორმხრივი შეხვედრა „ბიპის“ რეგიონალურ პრეზიდენტ გარი ჯონსთან, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან გამართა.


მსგავს თემაზე:

აშშ: „გაზის სამხრეთის დერეფანი“ – კი. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ – არა


საუდის არაბეთმა ნავთობისა და გაზის მარაგის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა


გაზის გაჟონვის დეტექტორები შესაძლოა სავალდებულო გახდეს



სხვა სიახლეები