• Ƀ/$

მადურომ საზღვარი ბრაზილიასთანაც ჩაკეტა

22 თებერვალი 12:00 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კოლუმბიის შემდეგ ვენესუელის დიქტატორმა ნიკოლას მადურომ საზღვარი ბრაზილიასთანაც ჩაკეტა, მიზეზი ამჟერადაც ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვაა. თავად მადურომ თავისი გადაწყვეტილებას „ხალხის დაცვის მიზნით“ მიღებული უწოდა. 

ვენესუელას სულ 3 სახმელეთო მეზობელი ჰყავს: კოლუმბია, ბრაზილია და მეჩხერად დასახლებული ღარიბი გაიანა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰიპერინფლაცია მძვინვარებს და მილიონობით ადამიანს საკვების მინიმალურ ნორმაზეც არ მიუწვდება ხელი, მადურო ყველა საზღვარს კეტავს საიდანაც შესაძლოა აშშ-ის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. თავად აშშ კი #1 მტრად ჰყავს გამოცხადებული.


მადუროს მხარს ნიკარაგუა, კუბა, ბოლივია, ვენესუელა, მექსიკა, თურქეთი, იტალია, რუსეთი და ჩინეთი უჭერს. აშშ, ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოების უმეტესობა, საქართველო, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ევროსაბჭო... ეს იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია რომლებმაც დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუადიო აღიარეს. გუადიო პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში რეალური მოსვლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უკან წაიღებს.


მსგავს თემაზე:

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო სამოქალაქო ომით იმუქრება


ვენესუელამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა


სანქციების გამო ვენესუელამ 2013 წლიდან $350 მლრდ დაკარგა


მადუროს შემდეგ საქართველოსა და ვენესუელას შორის ურთიერთობები აღდგება



სხვა სიახლეები