• Ƀ/$

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი: ვიმედოვნებ, გაუგებრობა მალე დასრულდება

28 თებერვალი 13:03, 2019 წელი | ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორიცუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტს ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, მისივე თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები თუ სწრაფად არ დასრულდება, შესაძლოა, პორტს ზიანი მოუტანოს.


ამის შესახებ მან ანაკლიის სასწავლო ცენტრის გახნის ცერემონიაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლელიც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.


ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ხაზარაძისა და TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მალე დასრულდება. “ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებში დაიხურება ეს თემა და ამის მერე შევძლებთ თავისუფლად გაგრძლებას პროექტის. ინვესტორებმა გამოთქვეს შეშფოთება, მაგრამ არ აჩერებენ მუშაობას, რადგან ეს პროექტი ვერ შედგება თანამშრომლობის გარეშე. ამ ოროექტის ბენეფიციარი ვართ არამარტო ჩვენ, არამედ სახელმწიფო და მთელი ქვეყანა. არ დავიშურებთ ძალიახმევას, რომ გადავლახოთ დაბრკოლება და ვნახოთ გამოსავალი ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად. ეს პროექტი არ გაჩერდება”, - აღნიშნა ახვლედიანმა.


მისივე თქმით, კონსორციუმი და ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით მუშაობს და საერთაშორისო მნიშვნელობის პორტი პირველ გემსაც გეგმის შესაბამისად მიიღებს.


სასწავლო ცენტრი ანაკლიაში


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერმა ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს.


გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამეგრლო-ზემო სვანეთი გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ანაკლიის, როგორც შუა საუკუნეების საპორტოს ქალაქის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარება. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.


პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.


მსგავს თემაზე:

ანაკლიაში ეკონომიკური გაუმჯობესების მიზნით სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გაიხსნა



სხვა სიახლეები