• Ƀ/$

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა

28 თებერვალი 14:42, 2019 წელი | ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა. 

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.  


ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო დოკუმენტაციას, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს.


კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრედენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები  შეფასდება. მთლიანობაში, კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს


მამუკა ხაზარაძის განცხადებით პრობლემების მიუხედავად ანაკლიის პორტი მაინც აშენდება


ანაკლიაში ეკონომიკური გაუმჯობესების მიზნით სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გაიხსნა


ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი: ვიმედოვნებ, გაუგებრობა მალე დასრულდება



სხვა სიახლეები