• Ƀ/$

ანაკლიასა და განმუხურში განსახორციელებელი პროექტებისთვის 5 მლნ ლარამდე გამოიყო

28 თებერვალი 17:30, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ანაკლიასა და განმუხურში სხვადსხვა პროექტებისთვის 4.8 მლნ ლარი გამოიყო.

გამოყოფილი ფინანსური რესურსიდან 2 261 782 ლარი, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდთან განთავსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაციას მოხმარდება. თავად საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 797 908 ლარია გამოყოფილი.


ანაკლია-განმუხურის ბულვარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციისთვის კი 1 238 914 ლარია გამოყოფილი.


გარდა ამისა მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბისა და სარწყავი სისტემის წყალმომარაგებისთვის 506 946 ლარი გამოიყო.


აღნიშნულ პროექტებზე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 350-ე განკარგულება, 27 თებერვალს გამოიცა.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი: ვიმედოვნებ, გაუგებრობა მალე დასრულდება


ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა



სხვა სიახლეები