• Ƀ/$

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციაზე 0,5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

12 მარტი 12:31, 2019 წელი | ეკონომიკა

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 454 385 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 5 თვეში უნდა დასრულდეს, აქედან სამი თვის განმავლობაში ხიდის სარებილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, ხიდის მოაჯირების შეღებვა და იატაკის რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს.


ტენდერში წინადადებების მიღება 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი.


ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:



  • ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების დაგება;

  • ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული მინი ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების რეაბილიტაცია;

  • ანაკლია განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია;

  • საველოსიპედე ბილიკის, ველოსადგომის მოწყობა, რეაბილიტაცია და მშენებლობა, ველოსიპედების შეძენა;

  • ანაკლია–განმუხურის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული განათების, საკანალიზაციო - გამწმენდი ნაგებობის, საპირფარეშოების მოწესრიგება;

  • ბულვარის ტერიტორიაზე 100 ცალი საშუალო ზომის სანაგვე ურნა დამონტაჟება; ანაკლია-განმუხურის პლაჟზე გასახდელების მოწყობა;

  • არსებული კაფე-რესტორნების და ამფითეატრის რეაბილიტაცია.


მსგავს თემაზე:

ანაკლიასა და განმუხურში განსახორციელებელი პროექტებისთვის 5 მლნ ლარამდე გამოიყო



სხვა სიახლეები