• Ƀ/$

ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ღვინის მხრივ საქართველო მე-10 ადგილზეა

25 მარტი 11:55, 2019 წელი | ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს საფრანგეთი აწარმოებს, საფრანგეთია #1 ექსპორტიორი ქვეყანაც, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გათვლით პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს.

ესპანეთში ღვინის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 85 ლიტრს შეადგენს, რაც ჯამურად 4 მლრდ ლიტრს აღწევს. საფრანგეთი 65 ლიტრით მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა საერთო წარმოებით 4.2 მლრდ ლიტრი პირველ ადგილზეა.


ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილს იტალია იკავებს. 1 იტალიელზე წლიურად 82 ლიტრი ღვინო იწარმოება, მესამეზე კი 67 ლიტრით, ალბათ ბევრისთვის გასაოცრად ახალი ზელანდია გავიდა.


ათეულს 27.5 ლიტრით საქართველო ასრულებს, ეს ჯამურად 102 მლნ ლიტრია, რაც სტანდარტულ 135 მლნ ბოთლს უდრის. რეიტინგში საქართველოზე წინ მოლდოვაა, 42 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე რაც ჯამში 140 მლნ ლიტრს უდრის, მაგრამ თუ ქართული ღვინის საშუალო ფასი $3.49-ს შეადგენს მოლდოვის ფასი მხოლოდ 92 ცენტია, 3.8-ჯერ ნაკლები, რის გამოც გლობალურ ბაზარზე საქართველოსთან კონკურენციას ვერ ახერხებს.



მსგავს თემაზე:

ღვინის აქციზი ირლანდიაში 1 ბოთლზე 5.65 ევროა, საფრანგეთში 112-ჯერ ნაკლები


ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-19 ადგილზეა


ღვინის საექსპორტო ფასი 7.4%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები