• Ƀ/$

ვენესუელის პარლამენტი ქვეყნიდან რუსი სამხედროების გაყვანას უშედეგოდ ითხოვს

27 მარტი 12:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება. 2.7 მლნ პროცენტიან ინფლაციასა და საკვებზე წარმოქმნილ პრობლემას ბოლო პერიოდში ენერგოკრიზისისც დაემატა. ქვეყანაში რუსი სამხედროებიც გამოჩნდნენ.

ვენესუელაში უცხო ქვეყნის ჯარისკაცებისა და ავიაციის ყოფნას, ქვეყნის ლეგიტიმური დროებითი პრეზიდენტი ხუან გუადიო (გუადიო დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ, ევროსაბჭომ და საქართველომ ცნო) კონსტიტუციის უხეშ დარღვევად აფასებს, მაგრამ ესპრობლემას არ უქმნის დეფაქტო პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს, უფრო მეტიც ის ძალაუფლებას დიდწილად რუსეთის გავლენით ინარჩუნებს.


ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ჯერ ჩავესის და შემდეგ მადუროს მმართველობამ კატასტროფის წინაშე დააყენა. ჩავესის დროს ნავთობზე მაღალი ფასის გამო კრიზისი არ იგრძნობოდა, მას ქარიზმაც გააჩნდა და მოსახლეობაში ნდობით სარგებლობდა, მისგან განსხვავებით მადუროს წინააღმდეგ კარაკასის ქუჩები ივსება, მგრამ ის ძალაუფლების შენარჩუნებას მაინმც ახერხებს. ყველა პრობლემას: უშუქობას, ჰიპერინფლაციას, სიღატაკეს... მადურო აშშ-ს აბრლაებს და ჰუმანიტარულიდახმარების კოლონას საზღვრებს უკეტავს.



პარლამენტი ქვეყნიდან რუსი სამხედროების გასვლას ითხოვს, მაგრამ მისი მოთხოვნა მოთხოვნად რჩება.


მსგავს თემაზე:

მადუროს შემდეგ საქართველოსა და ვენესუელას შორის ურთიერთობები აღდგება


ინფლაციამ ვენესუელაში 2 688 000%-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები