• Ƀ/$

ქუთაისში 90 000 აბონენტს წყალმომარაგების ხარისხი გაუუმჯობესდება

10 აპრილი 11:47 | ეკონომიკა

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,  ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა. 

მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დაათვალიერა.


სამუშაოების ფარგლებში, გ.ტაბიძისა და ი.გრიშაშვილის ქუჩების კვეთასა და დ.აღმაშენებლისა და გ.ტაბიძის ქუჩების კვეთაზე ამორტიზებული მილები ჩაიჭრა და ახალი მილსადენი მოეწყო. 150-მდე აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა.


მიმდინარე პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 260-მდე ქუჩაზე უკვე დასრულდა, ახალი ქსელები მოეწყო ჩიხებსა და შესახვევებში. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და 90 000-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს გაუუმჯობესდა წყლის ხარისხი.


ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ   93 მლნ ლარით ფინანსდება.


მსგავს თემაზე:

ქუთაისში საგზაო-სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება


ქუთაისი-გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები ამოქმედდა



სხვა სიახლეები