• Ƀ/$

ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთი ოთხზოლიანი გახდება

12 აპრილი 13:40 | ეკონომიკა

ქუთაისის შემოვლითი გზა - სამტრედიის ორზოლიანი მონაკვეთის ოთხზოლიანად რეკონსტრუქციის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. 

ნებართვის მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. შემოვლით გზას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.


არსებული 41.3 კმ-იანი ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება.


მსგავს თემაზე:

ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ



სხვა სიახლეები