• Ƀ/$

I კვარტალში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

15 აპრილი 11:57 | ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით $2.807 მლრდ-მდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით 3 თვეში ექსპორტი 12.8%-ით $826 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 4.7%-ით $1.981 მლრდ-მდე შემცირდა. 

მოცემულ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $1.155 მლრდ შეადგინა, რაც მთლიანი სავზაჭრო ბრუნვის 41.1%-ს უდრის.


რაც შეეხება კონკრეტულად მარტს, მარტში ექსპორტი 12.2%-ით $321 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 12.5%-ით $740 მლნ-მდე შემცირდა.


I კვარტალის საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.


მსგავს თემაზე:

ჩინეთთან აშშ-ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა



სხვა სიახლეები