• Ƀ/$

მესტიის აეროპორტის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა

15 აპრილი 15:14 | მედია ბიზნესისთვის - M2B

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა. 

შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.


ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://ticket.vanillasky.ge/


მსგავს თემაზე:

ათათურქის აეროპორტი სამუდამოდ იხურება


ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს



სხვა სიახლეები