• Ƀ/$

ევროკავშირმა „გაზის დოქტრინა“ დაამტკიცა. ის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–საც შეეხება

15 აპრილი 16:05 | ეკონომიკა

ევროკავშირის საბჭომ გაზის ევროპულ ბაზარზე წესების განმსაზღვრელ დირექტივაში შესწორებები დაამტკიცა.

ეს სიახლე ყველა გაზსადენს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან შედის, მათ შორის რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს. დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.


მთავარ მოთხოვნებს შორისაა – გაზის მიმწოდებელი და ოპერატორი კომპანიების დაყოფა, ასევე საწვავის ტრანსპორტირების ტარიფების გამჭვირვალობა.


მანამდე ეს წესები ევროკავშირის წევრის ქვეყნების მინისტრებმა და ევროპარლამენტმა დაამტკიცეს. ასევე, საფრანგეთსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ სხვა ქვეყნებსა და გერმანიას შორის, რომელიც რუსული „გაზპრომის“ ამ ამბიციური პროექტის მშენებლობის მომხრეა.


დირექტივის ტექსტი ასევე ავალდებულებს გაზსადენების ოპერატორ კომპანიებს, არ იყვნენ დამოკიდებული გაზის მიმწოდებელ კომპანიებზე. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის შემთხვევაში ეს ასე არ არის: ორივე შემთხვევაში აქ „გაზპრომი“ მონაწილეობს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორ კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი დირექტივა პროექტს არ შეეხება.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მილების გაყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე გრძელდება. პროექტის თანახმად, რუსეთ–გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები. უკრაინა შიშობს, რომ აღნიშნული მაგისტრალის გაყვანის შემდეგ რუსეთი მთლიანად შეწყვეტს ევროპაში გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ირწმუნება, რომ ტრანზიტი შენარჩუნდება.


მსგავს თემაზე:

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით გერმანია აშშ–ის შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს


"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რეგულაციების ქვეშ მოექცა


გერმანიის ეკონომიკის მინისტრი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ს უჭერს მხარს



სხვა სიახლეები