• Ƀ/$

საქართველოდან თურქეთის პორტებით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 700 000 ტონას მიაღწია

1 მაისი 15:56, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველოდან თურქეთის პორტებით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2019 წლის მარტში 695 283 ტონას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებით საქართველოდან 437 253 ტონა ტვირთი გადაიზიდა, ხოლო სხვა ქვეყნების ხომალდებით 258 030 ტონა.


აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდში საქართველოდან ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებით ტვირთი არ გადაზიდულა.


„საქართველოდან თურქეთის პორტების გავლით გატარებული ტვირთების მოცულობამ 2018 წელს 2 105 856 ტონა შეადგინა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.


თურქეთის პორტებში 2019 წლის მატში 4200 ხომალდი შევიდარომელთა ამწეობა 69 მილიონ ტონას შეადგენდა.


სხვა სიახლეები