• Ƀ/$

ეკატერინე მიქაბაძე - ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა

3 მაისი 12:15 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები შეაფასა.

„საქართველო, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ თანახმად,2019 წელს დასახელდა მსოფლიოშიერთერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ე.წ. სავიზიტო ბარათი საერთაშორისოინვესტორებთა ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით ასევე იყოს პოზიციონირებული როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსშიგამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.


აღნიშნული ჯილდოს კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობის კლუბის ინიციატივით და მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და ბიზნესისჩართულობის წახალისებას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.


დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელისაქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი, აგრეთვერეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოსფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია.


კონკურსში წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე კომპანიების 53 პროექტი შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, შDG პიონერი.გამარჯვებულები დაასახელა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა მრავალსექტორულმა ჟიურიმ.


დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესის, ასევე, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. “კორპორაციულიპასუხისმგებლობის ჯილდო 2019“ მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.


მსგავს თემაზე:

საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს ავიაციამ 106-დან 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა


პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ წინაპირობად დაასახელა



სხვა სიახლეები