• Ƀ/$

ბაქო-თბილისი-ანკარას სამგზავრო მატარებელი კურსირებას აგვისტოდან იწყებს

9 მაისი 13:14 | ეკონომიკა

ანკარა-ბაქოს სამგზავრო მატარებელი პირველ მგზავრებს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით უკვე მიმდინარე წლის აგვისტოდან მოემსახურება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის (TCDDT) და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ წარმომადგენლებმა აპრილის ბოლოს ანკარაში გამართულ შეხვედრა მიიღეს.


მგზავრთა გადაყვანას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ კუთვნილი „შტადლერის“ ფირმის ვაგონები უზრუნველყოფენ. რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.


სასაზღვრო პუნქტების გავლის და სხვა ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით, მგზავრობის დროის ხანგრძლივობა 40 საათს შეადგენს. ორი ქვეყნის კომპანია მუშაობს აღნიშნული დროის შემცირებაზე.


მგზავრობის ღირებულება 50-დან 120 ევრომდე შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება 130 ევროა, ხოლო ავტობუსით - 40 ევრო.


მატარებელს აქვს ეკონომ-კლასის 53 კაბინა, რომელსაც თითოეულ ვაგონში 1 აბაზანა და 2 საპირფარეშო გააჩნია. კომფორტ-კლასის 4 კაბინა, ინდივიდუალური აბაზანით და საპირფარეშოთი და მაღალი, ე.წ. ლაქშერი-კლასის 8 კაბინა.


გარდა ამისა, მატარებელს ექნება შშმ პირების სპეციალური კაბინა, რომელიც ადაპტირებული იქნება მათი საჭიროებების შესაბამისად.


მატარებელში კვებას „აზერბაიჯანის რკინიგზა“ უზრუნველყოფს. ლანჩის და სადილის მირთმევა სპეციალურ სასადილო ვაგონში იქნება შესაძლებელი, ხოლო საუზმეს მგზავრი უშუალოდ კაბინაში მიირთმევს. სასადილო 28 ადგილიანია.


მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა 246 ერთეულს შეადგენს.


აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მგზავრობა საქართველოს გავლით განხორციელდება.


ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტ ტვირსა და 1 მლნ მგზავრს შეადგენს.


პირველმა შემადგენლობამ 10 ვაგონით უკვე გაიარა სატესტო მსვლელობა მიმდინარე წლის მარტში.


ავტორი: რატი ერისთავი #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები