• Ƀ/$

მსოფლიო ბანკის გამოკითხვა სამხრეთ კავკასიაში: სად როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე?

10 მაისი 16:32 | ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა 136–გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „South Caucasus in motion”, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ცხოვრების დონის გაუმჯობესება–გაუარესების შეფასებებს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 52% თვლის, რომ წინა თაობასთან (მშობლების) შედარებით მათი ცხოვრების დონე გაუარესდა, 34%–ის აზრით მათი პირობები გაუმჯობესდა, ხოლო 11%–ის თქმით არაფერი შეცვლილა.


გამოკითხული აზერბაიჯანელების 24%–ის აზრით, მდგომარეობა გაუუარესდათ, 43–ის აზრით – მათი პირობები გაუმჯობესდა, ხოლო 14 პროცენტის თქმით არაფერი შეცვლილა.


გამოკითხული სომხეთის მოქალაქეების 62 პროცენტი თვლის, რომ მათი ცხოვრების დონე გაუარესდა. სომხების მხოლოდ 26% მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრების დონე უკეთესი გახდა, 9%–ის აზრით -  არაფერი შეცვლილა.


ზემოთ აღნიშნული გამოკითხვიდან გამომდინარე, საცხოვრებელი პირობებით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანელები აფიქსირებენ.


სხვა სიახლეები