• Ƀ/$

ოფიციალური თბილისი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში რუსეთის ჩართვას ეწინააღმდეგება

10 მაისი 17:23 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს თანხმობის გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში რუსეთის ჩართვა ვერ მოხდება.

ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობის გარეშე პროექტში მეოთხე ქვეყნის ჩართვა არის შეუძლებელი. 

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს რაც შეეხება, ფაქტი არის ერთი რამ, რომ საქართველოს გარეშე ამ პროექტში შემოერთება არის გამორიცხული და როდესაც თეორიული კითხვების დასმა ხდება, რომ საქართველოს გარეშე შეუძლია ვიღაცა შეუერთდეს ამ პროექტს, თქვენ ეს ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ?! გარდა იმისა, რომ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მსხგავსი რამ მოხდეს. ფიზიკურად ეს როგორ წარმოუდგენია ამ შეკითხვის ავტორს რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ამ პროექტის ან ცვლილება, ან იმდაგვარი განვითარება, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს. ეს არის გამორიცხული პოლიტიკურადაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და ფიზიკურადაც.

ამ პროექტში რაც არის ძალიან  მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ჩვენ ამას ყოველთვის მხარს დავუჭერთ - არის  ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება, ამ შემთხვევაში ახალქალაქში და სწორედ ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ ყველას ვისაც ექნება ინტერესი, რომ დერეფანში მოიზიდოს მეტი ტვირთი.

პროექტი არის სწორედ ამ საინჟინრო გადაწყვეტილებით გაკეთებული და პროექტი ასევე დასრულდება.

ვისაც აქვს კითხვები მე მექნებოდა ძალიან მარტივი პასუხი: შეგვიძლია ვნახოთ პროექტი. მიმდინარეობს მშენებლობა, დარჩენილია გარკვეული ნაწილი.

რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სუვერენული უფლება თავის ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებს.

მაგრამ მე ვიცი ერთი რაღაც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე როცა ვსაუბრობთ აქ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც დანარჩენი ორი მონაწილე ქვეყნის. საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტში არანაირი ცვლილება არ მოხდება, ასეთი რამ არც იგეგმება.


მსგავს თემაზე:

CNN: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მოგზაურობის გარდაქმნა შეუძლია


ბაქო–თბილისი–ყარსის სამგზავრო მატარებელი ტესტირებას საქართველოში გადის


ილჰამ ალიევმა ბაქო–თბილისი–ყარსის სამგზავრო მატარებელი დაათვალიერა



სხვა სიახლეები